თავში

კლიმატის ცვლილების გამო, შესაძლოა, ანტარქტიდას ყინულის დიდი ნაწილი მოწყდეს

კლიმატის ცვლილების გამო, შესაძლოა, ანტარქტიდას ყინულის დიდი
კლიმატის ცვლილების გამო, შესაძლოა, ანტარქტიდას ყინულის დიდი ნაწილი მოწყდეს

მეცნიერებმა გამოიკვლიეს, თუ რა შედეგი შეიძლება მოიტანოს გლობალური დათბობის ამ ტემპით განვითარებამ იმ შემთხვევაში, თუ კლიმატის უფრო მკაცრი პოლიტიკის შედეგად დედამიწაზე არ შემცირდება ჰაერის დაბინძურება და ტემპერატურის მატება. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Ecowatch ავრცელებს. 

კვლევაში, რომელიც ჟურნალ Geophysical Research Letters-ში გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ კლიმატის დათბობის შემთხვევაში, თუ გლობალური ტემპერატურა 4°C- მდე გაიზრდება, ანტარქტიდის ყინულის ფილების 67%, შესაძლოა, მოწყდეს, რაც ზღვის დონის მნიშვნელოვან აწევას გამოიწვევს. 

იმ შემთხვევაში, თუ გლობალური ტემპერატურა 2°C-მდე დაიწევს, ოკეანის მნიშვნელოვნად ადიდების რისკი განახევრდება. კვლევაში ხაზგასმით აღინიშნა პარიზის კლიმატის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გლობალური ტემპერატურის ზრდის შეზღუდვის მნიშვნელობა, რაც კლიმატის მნიშვნელოვანი ცვლილებების აცილებას ხელს უწყობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system