თავში

კლინტონი, ბუში და ობამა კორონავირუსის ვაქცინას პირდაპირ ეთერში გაიკეთებენ

კლინტონი, ბუში და ობამა
კლინტონი, ბუში და ობამა კორონავირუსის ვაქცინას პირდაპირ ეთერში გაიკეთებენ

ამერიკის სამი პრეზიდენტი - ბილ კლინტონი, ბარაკ ობამა და ჯორჯ ბუში უმცროსი - კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრას საჯაროდ, პირდპაირ ეთერში გაიკეთებენ. ამის შესახებ მზადყოფნა სამივემ ექსპრეზიდენტმა გამოთქვა. პოლიტიკოსების თქმით, ისინი ამას პრეპარატის უვნებლობის დემონსტრირებისა და იმუნიზაციის პროცესის ხელშეწყობის მიზნით გააკეთებენ.

ექსპრეზიდენტები მარეგულირებელი ორგანოს მიერ ვაქცინის დამტკიცებას ელოდებიან.

"მე შეიძლება ვაქცინა პირდაპირ ეთერში გავიკეთო, ან ვიდეო გადავიღო, იმისათვის რომ ხალხმა იცოდეს - მე ვენდობი მეცნიერებს და არ მეშინია, რომ კორონავირუსი დამემართება",- გააცხადა CNN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ბარაკ ობამამ.

ჯორჯ ბუში უმცროსი იმუნიზაციის პროცესის ხელშეწყობის მიზნით სპეციალურად თეთრ სახლს დაუკავშირდა.

ბილ კლინტონის პრესმდივანმა მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-ის 42-ე პრეზიდენტი  საზოგადოებრივ ადგილას საჯარო ვაქცინაციისთვის მზად არის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system