თავში

კლოდ ლელუში მაყურებელს კორონავირუსზე ფილმით დაემშვიდობება

​კლოდ ლელუში მაყურებელს კორონავირუსზე ფილმით დაემშვიდობება
კლოდ ლელუში მაყურებელს კორონავირუსზე ფილმით დაემშვიდობება

ცნობილი ფრანგი რეჟისორის კლოდ ლელუში მუშაობას ასრულებს გამოსამშვიდობებელ ფილმზე სახელწოდებით "სიყვარული სიცოცხლეზე უკეთესია". კინოსურათი ორნაწიალიანია. მეორე ნაწილში მსახიობი ჟან ლუი ტრენტინიანი თამაშობს, თუმცა ფილმის "მთავარი ვარსკვლავი" კორონავირუსი იქნება, აცხადებს რეჟისორი.

კლოდ ლელუშის თქმით, ფილმში წარმოდგენილი იქნება მის მიერ გადაღებული "ყვითელი ჟილეტების" მანიფესტაციები, საყოველთაო სატრანსპორტო გაფიცვა, კარანტინის დროს პარიზის დაცარიელებული ქუჩები. "ჯერ არ ვიცი რითი დასრულდება ჩემი ფილმი, მაგრამ იმედი მაქვს, რომ სიყვარული პანდემიას დაამარცხებს", - განაცხადა ლელუშმა.

კლოდ ლელუშის ნამუშევრებს შორის არის ცნობილი ფილმი " ქალი და მამაკაცი", რომელმაც მას კანის ფესტივალზე ოქროს პალმის რტო და ორი ოსკარი მოუტანა.

ფილმი "სიყვარული სიცოცხლეზე უკეთესია". 2021 წელს გამოვა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system