
აშშ-ში, მინეაპოლისის შტატში, 48 წლის მამაკაცმა, 47 წლის მეუღლე სექსზე უარის გამო ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. ამის შესახებ Mirror წერს.
მკვლელობას ორი მეზობელი გოგონა შეესწრო, რომლებმაც პოლიციაში დარეკეს და შემთხვევის შესახებ განაცხადეს. პოლიციასა და ეჭვმიტანილ მამაკაცს შორის დაპირისპირებას სროლა მოჰყვა. სროლის შედეგად ორი მეზობელი გოგონაც დაშავდა, რომლებიც მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. პოლიციამ გარდაცვლილი ქალის ცხედარი ავტოფარეხში იპოვა. ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, გარდაცვლილ ქალს სხეულზე რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული.
ეჭვმიტანილმა მოგვიანებით პოლიციას განუცხადა, რომ მომხდარის შესახებ ბუნდოვნად ახსოვს.
ცოლის მკვლელობაში ეჭვმიტანილ მამაკაცს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 80 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. პოლიციამ მამაკაცის საცხოვრებელი სახლიდან ასობით საბრძოლო იარაღი ამოიღო.
თეკო გიორგაძე
ავტორი