თავში

აშშ-ს კოალიციის ობიექტები ბაღდადში მომხდარი აფეთქებისას არ დაშავებულა

​აშშ-ს კოალიციის ობიექტები ბაღდადში მომხდარი აფეთქებისას არ დაშავებულა
აშშ-ს კოალიციის ობიექტები ბაღდადში მომხდარი აფეთქებისას არ დაშავებულა

ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური კოალიციის“ წინააღმდეგ აშშ-ს ხელმძღვანელობით მებრძოლი კოალიციის ობიექტები ბაღდადის ე.წ. მწვანე ზონაში მომხდარი აფეთქებისას არ დაშავებულა. რაიონში უცხოური საელჩოები და სამთავრობო უწყებებია განთავსებული. ამის შესახებ აშშ შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის განცხადებაშია აღნიშნული.

„საერთაშორისო ზონაში მომხდარ აფეთქებებს ერაყის უსაფრთხოების ძალები იძიებს. კოალიციის ობიექტები არ დაზარალდა. სამხედრო მოსამსახურეები თავდაცვის უფლებას იტოვებენ. კოალიცია კონტინგენტზე თავდასხმას არ დაუშვებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამავდროულად აშშ აცხადებს, რომ ერაყში საპროტესტო გამოსვლებს თვალს ადევნებს და მხარეებს დაძაბულობის შემცირებისკენ მოუწოდებს.

„მშვიდობიანი მოქალაქეებისა და ერაყის უსაფრთხოების ძალების სიკვდილი შეშფოთებას იწვევს. მშვიდობიანი მსვლელობები დემოკრატიის ძირითადი ელემენტია, იქ ძალადობას არ უნდა ჰქონდეს ადგილი“, - აღნიშნულია განცხადებაში.

2 ოქტომბერს ბაღდადში აქციის მონაწილეთა ნაწილმა ე.წ. მწვანე ზონაში შეჭრა სცადა, სადაც სამთავრობო დაწესებულებები და დიპლომატიური მისიებია განთავსებული. არეულობას მსხვერპლი მოჰყვა. არსებული მონაცემებით, გარდაცვლილია ხუთი ადამიანი, ასობით კი დაშავდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system