თავში

კოალიციური ძალების ბაზაზე თავდასხმას ერაყი გამოიძიებს

​კოალიციური ძალების ბაზაზე თავდასხმას ერაყი გამოიძიებს
კოალიციური ძალების ბაზაზე თავდასხმას ერაყი გამოიძიებს

ერაყელი სამხედროები აცხადებენ, რომ დაიწყო ბაღდადის მახლობლად, კოალიციური ძალების თაჯის ბაზაზე მომხდარი შეტევის გამოძიება, რომელსაც 2 ამერიკელი და 1 ბრიტანელი სამხედრო ემსხვერპლა და ათობით დაიჭრა. ერაყის პრემიერ-მინისტრმა, ადილ აბდულ-მაჰდიმ მომხდარს "მტრული აქტი" და "უსაფრთხოებისთვის სერიოზული გამოწვევა" უწოდა და გამოძიების ბრძანება გასცა.

ერაყის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა სატვირთო მანქანა, „კატიუშას“ ტიპის 107 მმ-იანი რაკეტების გამშვები მოწყობილობით, ბაზიდან რამდენიმე კილომეტრში აღმოაჩინეს. თავდასხმა, ერაყში განლაგებულ კოალიციურ ძალების ბაზაზე, დღეს დილით მოხდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system