თავში

კობი ბრაიანტის ბარათი აუქციონზე 1,79 მილიონ დოლარად გაიყიდა

კობი ბრაიანტის ბარათი აუქციონზე 1,79 მილიონ დოლარად გაიყიდა
კობი ბრაიანტის ბარათი აუქციონზე 1,79 მილიონ დოლარად გაიყიდა

გასულ წელს გარდაცვლილი კალათბურთელის კობი ბრაიანტის ბარათი Goldin Auctions-ის აუქციონზე რეკორდულ ფასად, 1,79 მილიონ დოლარით გაიყიდა. ეს ბარათი გაცემულია კომპანია Topps მიერ. იდეალურ მდგომარეობაში მყოფი ნივთის პატრონი საკოლექციო ბარათების მფლობელია, თუმცა მისი ვინაობა უცნობია.

ოფიციალური პირების განცხადებით, მის ღირებულებაზე ასევე იმოქმედა იმ ფაქტმა, რომ ბრაიანტი გასული წლის იანვარში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა.

შეგახსენებთ, კობი ბრაიანტი, მისი 13 წლის ქალიშვილი ჯანა და შვიდი ადამიანი 2020 წლის 26 იანვარს, კალიფორნიაში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპნენ. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ მფრინავი უამინდობისა და ცუდი ხილვადობის გამო დეზორიენტირებული იყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system