თავში

კობი ბრაიანტის ქვრივმა წინასასამართლო გარიგებას მიაღწია

​კობი ბრაიანტის ქვრივმა წინასასამართლო გარიგებას მიაღწია
კობი ბრაიანტის ქვრივმა წინასასამართლო გარიგებას მიაღწია

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ჩემპიონისა და "ლოს-ანჯელეს ლეიკერსის" ყოფილი მოთამაშის, კობი ბრაიანტის ქვრივმა ვერტმფრენის კომპანია-ოპერატორთან, რომლის ბორტზე კალათბურთელი ქალიშვილთან ერთად ტრაგედიამდე იმყოფებოდა, წინასასამართლო გარიგებას მიაღწია. ინფორმაციას NBC ავრცელებს.

ვანესა ბრაიანტსა და კომპანია Island Express-ს შორის გარიგების დეტალები არ საჯაროვდება.

გავრცელებული ცნობით, Island Express Helicopters და მისი მფლობელი, Island Express Holding Corp. პრეტენზიების დარეგულირებას დათანხმდნენ.

შეგახსენებთ, კობი ბრაიანტი, მისი 13 წლის ქალიშვილი ჯანა და შვიდი ადამიანი 2020 წლის 26 იანვარს, კალიფორნიაში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპნენ. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ მფრინავი უამინდობისა და ცუდი ხილვადობის გამო დეზორიენტირებული იყო.

ვანესა ბრაიანტმა კომპანია ვერტმფრენის მფლობელ კომპანიას Island Express სასამართლოში უჩივლა და პილოტი გულგრილობაში დაადანაშაულა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system