თავში

კოქტეილები და დესერტი ფქვილის ხოჭოს ჭიებისგან

​კოქტეილები და დესერტი ფქვილის ხოჭოს ჭიებისგან
კოქტეილები და დესერტი ფქვილის ხოჭოს ჭიებისგან

ევროკავშირის სურსათისა და საკვები პროდუქტების უვნებლობის სამმართველომ ფქვილის ხოჭოს ყვითელი ჭიების უვნებლობა დაადასტურა და მათი ჭამის ნებართვა გასცა. ევროპაში მალე კოქტეილებს, ორცხობილებს, მაკარონებსა და სხვა საკვებ პროდუქტებს ინგრენდიენტებში ეს ჭიებიც დაემატება. სააგენტოს სპეციალისტებმა ფქვილის ხოჭოებზე "მწვანე ბარათი " მას შემდეგ გასცეს, რაც მათ საკვები პროდუქტებისთვის მწერების მწარმოებელმა ფრანგულმა კომპანიამ მიმართა.

სააგენტოს ეს გადაწყვეტილება ახლა ევროკავშირის ყველა ქვეყანამ უნდა დაადასტუროს, რის შემდეგაც ფქვილის ხოჭოს ჭიები ევროპის სუპერმარკეტებსა და სამზარეულოში გაჩნდება. ფქვილის ხოჭოს ჭიები ცილებს, ცხიმებსა და უჯრედისს შეიცავს და მომავლის პოტენციურ საკვებად განიხილება, როგორც საკვები, რომლის წარმოებას ნახშირბადის წყარო არ სჭირდება. სპეციალისტები აცხადებენ, რომ გამომშრალი ჭიები გემოთი არაქისის წააგავს. ის შეიძლება გამოიყენონ აპეტაიზერში, დესერტში.

სპეციალისტების განცხადებით, ფქვილის ხაჭოს ჭიები უვე კარგა ხანია სათბურის გამონატყორცნების შესამცირებლად, პრობლემის გადაჭრის პროგრამის ნაწილად განიხილება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system