თავში

კოლექტიური იმუნიტეტი მხოლოდ ვაქცინაციის გზით მიიღება - ჯანმო

კოლექტიური იმუნიტეტი მხოლოდ ვაქცინაციის გზით მიიღება - ჯანმო
კოლექტიური იმუნიტეტი მხოლოდ ვაქცინაციის გზით მიიღება - ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მთავარი მკვლევარის სუმია სვიმინატანის განცხადებით, COVID-19-ზე იმუნიტეტის მისაღწევად მოსახლეობის კოლექტიური ვაქცინაციაა საჭირო.

"ამ მასშტაბის კოლექტიური იმუნიტეტის მისაღწევად ერთადერთი გზაა ვაქცინაცია", - განაცხადა ჯანმო-ს მკვლევარმა.

ექსპერტმა ხაზი გაუსვა, რომ WHO ყურადღებას ამახვილებს COVAX ვაქცინების ხელმისაწვდომობის საერთაშორისო მექანიზმზე, რათა ყველა ქვეყანას ჰქონდეს ვაქცინა და ვაქცინაცია ჩატარდეს რაც შეიძლება მალე. მან ასევე დაამატა, რომ სანამ ეს მოხდება, აუცილებელია, რომ კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად ყველა შესაბამისი ზომა იყოს დაცული.

COVAX საერთაშორისო მექანიზმია, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვაქცინებისა და იმუნიზაციის გლობალურ ალიანსთან (GAVI) და ეპიდემიებისათვის მზაობის უზრუნველყოფის სფეროში ინოვაციების კოალიციასთან ერთად შექმნა. პროგრამის პირობების თანახმად, მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნები ვაქცინების შესყიდვას აფინანსებენ და ამით ე.წ. დაფინანსებული სახელმწიფოების სუბსიდირებას ახდენენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system