თავში

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამშვიდობოებმა ყაზახეთი დატოვეს

​კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზა
კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამშვიდობოებმა ყაზახეთი დატოვეს

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამშვიდობოებმა ოთხი ქვეყნიდან ყაზახეთი დატოვეს.

ალმათიდან უკვე გავიდნენ და მუდმივი დისლოკაციის ადგილზე დაბრუნდნენ სამშვიდობოები სომხეთიდან, ტაჯიკეთიდან და ყირგიზეთიდან.

ათი თვითმფრინავი ბელარუსის რესპუბლიკის სამშვიდობოებით, დატვირთვის დასრულების შემდეგ, ჟიტიგენის აეროდრომიდან მინსკის ოლქისკენ გაემგზავრა.

სომხეთის ქვედანაყოფებმა თავიანთი მანქანები და პერსონალი რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების სამ სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავში ჩატვირთეს ალმათის აეროდრომი დატოვეს.

რუსული თვითმფრინავით გაემგზავრნენ ტაჯიკეთის სამხედროებიც, რომლებმაც არდადეგებზე წაიყვანეს იუნკერები, რომლებიც ყაზახეთის სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლობენ.

ყირგიზეთი სამშვიდობოები თავიანთი ქვეყნის საზღვრისკენ ავტოკოლონით გაემართნენ.

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (CSTO) კოლექტიური უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით, სამშვიდობოები ყაზახეთში სიტუაციის სტაბილიზაციისა და ნორმალიზებისთვის შეზღუდული დროით გაიგზავნა.

ჯგუფში რუსეთის, ბელორუსის, სომხეთის, ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები შედიოდნენ.

ცნობისთვის, 11 იანვარს ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ყაზახეთის პრეზიდენტმა პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრად ალიხან სმაილოვი დანიშნა.

5 იანვარს ყაზახეთში მთავრობა გადადგა. ქვეყნის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა საპროტესტო აქციების შემდეგ მთავრობის გადადგომის შესახებ გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა.

ყაზახეთში ერთდროულად რამდენიმე ქალაქში აქციები გაიმართა. აქციის მონაწილეები ბუნებრივ აირზე საფასურის ზრდას აპროტესტებდნენ.

აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა.

თოყაევმა პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად ალიხან სმილოვი დაასახელა. ალმათში და დასავლეთ მანგისთაუს პროვინციაში ორკვირიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

საღამოს 11 საათიდან დილის 7 საათამდე "კომენდანტის საათი" დაწესდა. გარდა ამისა აიკრძალა მასობრივი შეკრებები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system