თავში

კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის საგანგებო სხდომა გადაიდო - განახლებულია

კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის საგანგებო სხდომა გადა

კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის საგანგებო სხდომა გადაიდო კონსულტაციების გამართვის მიზნით, რომელზეც შექმნილი ვითარება იქნება განხილული. ამის შესახებ ორგანიზაციის პრესმდივანი ვლადიმირ ზაინეტდინოვი აცხადებს.

"კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის წევრი ქვეყნები განსაზღვრავენ ფორმატს, რომელშიც სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შექმნილი ვითარება იქნება განხილული", - განაცხადა ზაინეტდინოვმა.

14:31 

აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე მომხდარი დაპირისპირების გამო კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაცია დღეს საგანგებო სხდომას გამართავს.

სხდომის ჩატარების გადაწვეტილება ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, სტანისლავ ზასმა მიიღო.

ორგანიზაციის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, სხდომა 12 ივლისს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, თოვუზის ტერიტორიაზე დაწყებულ დაპირისპირებას შეეხება.

აზერბაიჯან-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის თოვუზის მიმართულებით დაძაბულობა მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system