თავში

კოლორადოში ხანძრისგან 23 ადამიანი და 3 ძაღლი გადაარჩინეს

კოლორადოში ხანძრისგან 23 ადამიანი და 3 ძაღლი გადაარჩინეს
კოლორადოში ხანძრისგან 23 ადამიანი და 3 ძაღლი გადაარჩინეს

სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა კოლორადოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, სან ხუანის ეროვნული ტყის საფეხმავლო ბილიკიდან, სადაც ხანძრის კერა იყო, ვერტმფრენის საშუალებით 23 მოლაშქრე და სამი ძაღლი გადაარჩინეს. განცხადება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა გაავრცელა. ამის შესახებ CNN წერს.

ოფიციალური ინფორმაციით, აშშ-ში, მიმდინარე წელს, 46,148 ხანძარმა 8,4 მილიონ ჰექტარ ფართობზე მეტი გადაწვა.  

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ქვეყნის მასშტაბით ხანძრის სეზონი ოქტომბრის ბოლომდე გრძელდება.

ცნობილია, რომ ხანძრის შედეგად  ვაშინგტონში, კალიფორნიაში, აიდაჰოსა და ორეგონში სულ მცირე 42 ადამიანი გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system