თავში

კოლორადოში ტყის ხანძარმა 1000-ზე მეტი შენობა გაანადგურა

​კოლორადოში ტყის ხანძარმა 1000-ზე მეტი შენობა გაანადგურა
კოლორადოში ტყის ხანძარმა 1000-ზე მეტი შენობა გაანადგურა

აშშ-ის კოლორადოს შტატში ძლიერი ქარის შედეგად გავრცელებულმა ტყის ხანძრებმა 1000-ზე მეტი სახლი გაანადგურა. დენვერის გარეუბნებიდან, სულ მცირე, 33 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას AFP ავრცელებს.

ბოულდერის ოლქის პოლიციის ცნობით, ორი ადამიანი დაკარგულად ითვლება. ამ დროისთვის ცნობილია 991 დამწვარი საცხოვრებელი სახლის შესახებ, გარდა ამისა, ხანძარმა კიდევ 130 შენობა გაანადგურა.

"ეს იყო დიდი სიჩქარის მქონე კატასტროფა. ბევრ ოჯახს მხოლოდ რამდენიმე წუთი ჰქონდა, რომ შვილები და შინაური ცხოველები მანქანაში ჩაესვა და წასულიყვნენ", - განაცხადა შტატის გუბერნატორმა, ჯარედ პოლისმა.

კოლორადოში ხანძარი 30 დეკემბერს დაიწყო და დენვერის გარეუბანში მალე გავრცელდა. 31 დეკემბერს თოვლმა ხანძრის გავრცელება შეაჩერა, თუმცა თოვლის საფარმა სამაშველო სამუშაოები და ზარალის შეფასება გაართულა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system