თავში

კოლუმბიაში 19 მაისს მასშტაბური აქცია გაიმართება

კოლუმბიაში 19 მაისს მასშტაბური აქცია გაიმართება
კოლუმბიაში 19 მაისს მასშტაბური აქცია გაიმართება

კოლუმბიაში უმუშევრობის ეროვნულმა კომიტეტმა 19 მაისს ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქცია დააანონსა. ღონისძიებები ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში მშვიდობიანად ჩატარდება. ამის შესახებ რადიო LA.FM იტყობინება.

უმუშევრობის ეროვნული კომიტეტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ გაფიცვების დროს დემონსტრანტები  მთავრობისგან მშვიდობიანი საპროტესტო გამოსვლების უფლების მოთხოვნას გააგრძელებენ.

შეგახსენებთ, 28 აპრილიდან კოლუმბიაში მიმდინარეობდა დემონსტრაციები საგადასახადო რეფორმის წინააღმდეგ. არეულობები მოხდა ბოგოტაში, კალიში, მედელინში და სხვა ქალაქებში. 1000-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, 42 ადამიანი გარდაიცვალა. მოგვიანებით, მთავრობა დათანხმდა რეფორმების გეგმებში ცვლილებების შეტანას, ფინანსთა მინისტრმა თანამდებობა დატოვა, მაგრამ საპროტესტო გამოსვლები გაგრძელდა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system