თავში

კოლუმბიაში აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი დაშავდა

კოლუმბიაში აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი დაშავდა
კოლუმბიაში აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი დაშავდა

კოლუმბიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, აფეთქების შედეგად, ერთი ქალი დაიღუპა და ოთხი დაშავდა. მათ შორის, ორი პოლიციელი. ამის შესახებ ინფორმაციას კოლუმბიის ეროვნული პოლიციის უფროსმი ხელმძღვანელი ავრცელებს.

”ჩვენ ვგმობთ კრიკუტა-ელ ესკობალ გზაზე დანაშაულებრივ თავდასხმას: დაღუპულია ქალი და ოთხი ადამიანი დაშავდა, მათ შორის საგზაო პოლიციის ორი თანამშრომელი, როდესაც ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა”, - წერს გენერალი ვარგასი.

ხუთშაბათს, რამდენიმე დემონსტრაცია გაიმართა კოლუმბიის ქალაქებში ერთი წლის წინ დაღუპულთა და დაშავებულთა ხსოვნისათვის პატივის მისაგებად. 2020 წლის 9 სექტემბერს დედაქალაქის 45 წლის მკვიდრი, ხავიერ ორდონეზი პოლიციის განყოფილებაში  წამების შედეგად გარდაიცვალა. მისი დაკავების ვიდეომ საპროტესტო ტალღა გამოიწვია, რომლის დაშლისას კიდევ 13 ადამიანი დაიღუპა და 400-ზე მეტი დაშავდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system