თავში

კოლუმბიაში ღარიბი ფენა უმაღლეს განათლებას უფასოდ მიიღებს

კოლუმბიაში ღარიბი ფენა უმაღლეს განათლებას უფასოდ მიიღებს
კოლუმბიაში ღარიბი ფენა უმაღლეს განათლებას უფასოდ მიიღებს

კოლუმბიის პრეზდენტის ივან დუკეს განცხადებით, ღარიბი მოქალაქეებისთვის უმაღლესი განათლების საფასური გაუქმდება.

"2021 წლის მეორე სემესტრიდან გვექნება უფასო განათლება უნივერსიტეტებსა და სახელმწიფო ტექნიკურ ინსტიტუტებში 1, 2 და 3 ფენის წარმომადგენლებისთვის", - განაცხადა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, 28 აპრილიდან კოლუმბიაში მიმდინარეობდა დემონსტრაციები საგადასახადო რეფორმის წინააღმდეგ. არეულობები მოხდა კალიში, ბოგოტაში, მედელინში და სხვა ქალაქებში. შედეგად, 1000-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, 42 დაიღუპა.

კოლუმბიის სამოქალაქო ასოციაციებისა და პროფკავშირების ლიდერებმა, რომლებიც ქმნიან ეროვნული პროტესტის კომიტეტს, ვერ მიაღწიეს შეთანხმებას 10 მაისს დუკესთან შეხვედრის დროს და 12 მაისს ახალი საპროტესტო მსვლელობები დაგეგმეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system