თავში

კოლუმბიაში ხანძარს 7 ადამიანი ემსხვერპლა - VIDEO

კოლუმბიაში ხანძარს 7 ადამიანი ემსხვერპლა
კოლუმბიაში ხანძარს 7 ადამიანი ემსხვერპლა  - VIDEO

კოლუმბიის აღმოსავლეთ ნაწილში ძლიერი ხანძრის შედეგად სულ მცირე შვიდი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ოთხი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა El Tiempo ავრცელებს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ხანძარი ქალაქ კუკუტაში გაჩნდა. ხანძარმა სამი სახლი და ოთხი მანქანა მოიცვა. ოთხი პირი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებით უახლოეს საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

კოლუმბიის პრეზიდენტმა ივან დუკემ დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.

ხელისუფლებამ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. 

წინასწარი მონაცემებით, ხანძარი მოკლე ჩართვამ გამოიწვია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system