თავში

კოლუმბიაში, კორონავირუსი ციხეში დაფიქსირდა

კოლუმბიაში, კორონავირუსი ციხეში
კოლუმბიაში, კორონავირუსი ციხეში დაფიქსირდა

სამხრეთ კოლუმბიის ქალაქ ლეტიციას ციხეში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაცია ციხის უფროსმა, ლუის დიაზმა გაზეთ "El Tiempo-ს" დაუდასტურა. 

ნიმუშები 95 ადამიანისგან აიღეს და ვირუსი 85-ს აღმოაჩნდა. ერთი პატიმარი უკვე გარდაიცვალა. ინფიცირებულთა შორის, სულ მცირე, 10 მოხუცია. 

ციხის თანამშრომლებს შორის კორონავირუსი 3 ადამიანს აღმოაჩნდა. ისინი იზოლაციის პერიოდს საკუთარ სახლში გადიან.

დაავადების გავრცელების მიზეზი, შესაძლოა, ერთ-ერთი მცველის ინფიცირება იყოს, რომელიც ერთი თვის წინ კლინიკაში კონსულტაციისთვის წავიდა. მოგვიანებით, კორონავირუსი მის ექიმს დაუდგინეს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამ კონკრეტულ თანამშრომლებს კორონავირუსის სიმპტომები არ ჰქონია. 

დიაზი ირწმუნება, რომ ლეტიციას ციხეში ავადმყოფი პატიმრების იზოლირების შესაძლებლობა არ არის და იმედოვნებს, რომ მათი მკურნალობა მალე დასრულდება.

კოლუმბიაში  კორონავირუსის 11 613 შემთხვევა დაფიქსირდა, განიკურნა 2825 და გარდაიცვალა 479 ადამიანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system