თავში

კოლუმბიაში საპროტესტო აქციების დროს 80-ზე მეტი ადამიანი დაიკარგა

კოლუმბიაში საპროტესტო აქციების დროს 80-ზე მეტი ადამიანი დაიკარგა
კოლუმბიაში საპროტესტო აქციების დროს 80-ზე მეტი ადამიანი დაიკარგა

კოლუმბიაში საპროტესტო აქციებში მონაწილე 80-ზე მეტი ადამიანი დაკარგულად ითვლება. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

აღნიშნულია, რომ 28 აპრილის შემდეგ აქციების დროს 87 ადამიანი გაქრა. ყველაზე მეტი, 35 ადამიანი, ქალაქ კალიში გაუჩინარდა.

შეგახსენებთ, რომ გასული კვირიდან კოლუმბიაში საგადასახადო რეფორმის წინააღმდეგ დემონსტრაციები მიმდინარეობს. არეულობა მოხდა ბოგოტაში, კალიში, მედელინში და სხვა ქალაქებში, რის შედეგადაც 840-ზე მეტი ადამიანი დაშავდა და სულ მცირე, 19 ადამიანი დაიღუპა.

ცნობილია, რომ მოგვიანებით მთავრობა რეფორმის გეგმებში ცვლილებების შეტანას დათანხმდა, ფინანსთა მინისტრმა თანამდებობა დატოვა, მაგრამ საპროტესტო აქციები კვლავ გაგრძელდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system