თავში

კოლუმბიაში საპროტესტო აქციის დროს ექვსი პოლიციელი დაშავდა

​კოლუმბიაში საპროტესტო აქციის დროს ექვსი პოლიციელი დაშავდა
კოლუმბიაში საპროტესტო აქციის დროს ექვსი პოლიციელი დაშავდა

კოლუმბიის დედაქალაქში დემონსტრანტებთან შეტაკებისას, სულ მცირე, ექვსი პოლიციელი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრდნობით გაზეთი El Tiempo ავრცელებს.

"ექვსი ოფიცერი დაშავდა, მათ ჰოსპიტალიზაცია დასჭირდათ", - ციტირებს გაზეთი ბოგოტას პოლიციის უფროსს, ელიესერ კამაჩოს სიტყვებს.

არეულობების შემდეგ ვანდალიზმის ბრალდებით 13 ადამიანი დააკავეს.

შეგახსენებთ, 28 აპრილიდან კოლუმბიაში მიმდინარეობდა დემონსტრაციები საგადასახადო რეფორმის წინააღმდეგ. არეულობები მოხდა ბოგოტაში, კალიში, მედელინში და სხვა ქალაქებში. 1000-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, 42 ადამიანი გარდაიცვალა. მოგვიანებით, მთავრობა დათანხმდა რეფორმების გეგმებში ცვლილებების შეტანას, ფინანსთა მინისტრმა თანამდებობა დატოვა, მაგრამ საპროტესტო გამოსვლები გაგრძელდა. აქციის მონაწილეები უთანასწორობისა და პანდემიის შედეგად ქვეყანაში უმუშევრობის აღმოფხვრას ითხოვენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system