თავში

კოლუმბიის მსჯავრდებული ექს-სენატორი ექიმის კაბინეტიდან გაიქცა - VIDEO

კოლუმბიის მსჯავრდებული ექს-სენატორი ექიმის კაბინეტიდან გაიქცა
კოლუმბიის მსჯავრდებული ექს-სენატორი ექიმის კაბინეტიდან გაიქცა - VIDEO

კოლუმბიის ექს-სენატორი აიდა მერლანო, რომელსაც ამომრჩეველთა მოსყიდვის და იარაღის უკანონო ტარების ფაქტებზე 15 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, სტომატოლოგთან ვიზიტისას ფანჯრიდან გადაძვრა და გაიქცა. ინციდენტი ბოგოტაში მოხდა.

ადგილობრივი პოლიცია აცხადებს, რომ პატიმარი ოთახში მარტო დარჩა, ფანჯარა გააღო, თოკით დაეშვა და ქვევით ჩავიდა, სადაც მას მოტოციკლეტი ელოდებოდა. სატრანსპორტო საშუალებას დაუდგენელი პირი მართავდა, რომელსაც კვების კურიერის ფორმა ეცვა.

გამოძიება სტომატოლოგის წინააღმდეგაც აღიძრა, ვინაიდან სამართალდამცავები ეჭვობენ, რომ მან გაქცევას ხელი შეუწყო.

ადგილობრივი ხელისუფლება ჯილდოს სახით 10 მლნ პესოს სთავაზობს ნებისმიერს, ვინც პოლიციას აიდა მერლანოს დაკავებაში დაეხმარება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system