თავში

კომპანია Vans-ის დამფუძნებელი გარდაიცვალა

კომპანია Vans-ის დამფუძნებელი გარდაიცვალა
კომპანია Vans-ის დამფუძნებელი გარდაიცვალა

კომპანია Vans-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი პოლ ვან დორენი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ განცხადება კომპანიამ Instagram-ის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.

მისი გარდაცვალების მიზეზი ცნობილი არ არის.

ვან დორენმა ოჯახური ბიზნესი მსოფლიოში აღიარებულ ბრენდად აქცია.

კომპანიამ სამძიმარი გამოუცხადა გარდაცვლილის ოჯახს წევრებსა და ახლობლებს, აგრეთვე კომპანიის თანამშრომლებს.

პოლ ვან დორენმა, თავის ძმა ჯეიმსსა და პარტნიორებთან ერთად, 1966 წელს კალიფორნიაში The Van Doren Rubber დააარსა, რომელსაც 70-იან წლებში სახელი გადაერქვა და Vans ეწოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system