
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ჩოპოს პროვინციაში მენინგიტის ეპიდემიაა. ამის შესახებ ინფორმაცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) აფრიკის რეგიონული ოფისი ავრცელებს.
”ჩოპოში მენინგიტის 261 შემთხვევა გამოვლინდა, 129 ადამიანი გარდაიცვალა”, - ნათქვამია განცხადებაში.
ოფიციალური პირების ცნობით, სიკვდილიანობა 50%-ზე მაღალია.
ჯანმო-ს მხარდაჭერით, პროვინციამ დაავადების გავრცელების თავიდან ასაცილებლად სწრაფი რეაგირების ოფისი შექმნა.