თავში

კონგოში საფრანგეთის ავიახაზების თვითმფრინავს ესროლეს

კონგოში საფრანგეთის ავიახაზების თვითმფრინავს ესროლეს
კონგოში საფრანგეთის ავიახაზების თვითმფრინავს ესროლეს

კონგოში, პუენტ-ნუარის აეროპორტში ფრანგული ავიაკომპანიის Air France-ის სამგზავრო თვითმფრინავს ცეცხლი გაუხსნეს, რომელსაც ქვეყნიდან საკუთარი მოქალაქეები ახალი კორონავირუსის საფრთხის გამო სამშობლოში უნდა გადაეყვანა. ამის შესახებ ინფორმაციას France Presse ავიაკომპანიის წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, კალაშნიკოვის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლეს. ინციდენტის დროს თვითმდრინავი გაჩერებული იყო და მის ბორტზე მგზავრები და ეკიპაჟის წევრები არ იმყოფებოდნენ. შემთხვევის შედეგად Airbus A330-ის ტიპის სამგზავრო თვითმფრინავი დაზიანდა. 

ავიაკომპანიის ცნობით, პარიზის მიმართულებით ფრენა კვირას იყო დაგეგმილი, თუმცა ფრენა 24 საათით გადაიდება და მზავრები საფრანგეთში დაბრუნაბას ორშაბათს შეძლებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system