თავში

კონგრესმენი ბაიდენის იმპიჩმენტის ინიცირებას გეგმავს

​კონგრესმენი ბაიდენის იმპიჩმენტის ინიცირებას გეგმავს
კონგრესმენი ბაიდენის იმპიჩმენტის ინიცირებას გეგმავს

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ახალი წევრი, მარჯორი ტეილორ გრინი პრეზიდენტობის პირველივე დღეს ჯო ბაიდენის იმპიჩმენტის ინიცირებას გეგმავს. ამის შესახებ მან NewsMax-ის ეთერში განაცხადა.

ამასთან, გრინი არ აკონკრეტებს, რა ბრალდებას წაუყენებს ბაიდენს. ინტერვიუში მან მხოლოდ "უფლებამოსილების გადამეტება" და "უკრაინული კავშირები" დაასახელა და აღნიშნა, რომ ეს ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტობის პერიოდს ეხება.

ეს განცხადება გრინმა რამდენიმე საათში გააკეთა მას შემდეგ, რაც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system