თავში

კონგრესში კაპიტოლიუმის შტურმის საგამოძიებო კომისიის შექმნას კენჭს უყრიან

​კონგრესში კაპიტოლიუმის შტურმის
კონგრესში კაპიტოლიუმის შტურმის საგამოძიებო კომისიის შექმნას კენჭს უყრიან

კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ კენჭი უნდა უყაროს 6 იანვარს კაპიტოლიუმზე მომხდარი შტურმისა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის საგამოძიებო კომისიის შექმნას. კომისიამ უნდა შეისწავლოს და სამომავლოდ აღკვეთოს მსგავსი მოვლენების გამეორება. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ქვედა პალატაში კონგრესმენები მხარს დაუჭერენ კომისიის შექმნას, თუმცა ზედა პალატაში მისი გატანა შედარებით უფრო ძნელი იქნება. რესპუბლიკელებმა უკვე განაცხადეს, რომ ინიციატივის დაბლოკვას, ან მის შეფერხებას შეეცდებიან. სენატში რესპუბლიკების ლიდერი მიტჩ მაკკონელი აცხადებს, რომ არგუმენტებს მოისმენს, მაგრამ ინიციატივას მხარს არ დაუჭერს. თუმცა, ყველა რესპუბლიკელი ასე არ ფიქრობს. მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ დამოუკიდებელი 6 იანვარს მომხდარი მოვლენების გამოძიება აუცილებელია. მმართველ დემოკრატებს კომისიის შესაქმნელად კონგრესში სულ მცირე 10 რესპუბლიკელის მხარდაჭერა დასჭირდებათ.

გუშინ საღამოს ექსპრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიმართვა გამოაქვეყნა, სადაც რესპუბლიკელებს მოუწოდა მხარი არ დაუჭირონ საგამოძიებო კომისიის შექმნას. 

6 იანვარს ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპის მომხრეებმა, რომლებიც პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გამარჯვებას აპროტესტებდნენ, კაპიტოლიუმის შტურმი და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების კენჭისყრის ჩაშლა სცადეს. დაპირისპირებას 5 ადამიანი, მათ შორის პოლიციელი ემსხვერპლა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system