თავში

სამხრეთ კორეაში ტაიფუნ ,,მიტაგის“ შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა

სამხრეთ კორეაში ტაიფუნ ,,მიტაგის“ შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
სამხრეთ კორეაში ტაიფუნ ,,მიტაგის“ შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა

ტაიფუნმა „მიტაგმა“ სამხრეთ კორეის სანაპიროებს გადაუარა. ქარიშხლისა და გადაუღებელი წვიმის შედეგად, ამ დროის მონაცემებით, 6 ადამიანი დაიღუპა და ამდენივე დაკარგულად ითვლება. უსაფრთხოებისა და საგანგებო ცენტრალური შტაბის განცხადებით, დაღუპულთა ნაწილი ტაიფუნის შედეგად დაზიანებული სახლების ნანგრევებში მოყვა, ნაწილი კი სამანქანო გზებზე მოვარდნილმა ნიაღვარმა წაიღო. დატბორილია ქუჩები და სახლები. მთელ რიგ რაიონებს არ მიეწოდება ელექტროენერგია.

ტაიფუნმა „მიტაგმა“ დღეს, ადგილობრივი დროით, 6 საათზე უკვე დატოვა სამხრეთ კორეის ტერიტორია, თუმცა, ძლიერი წვიმა და ქარი, ნახევარკუნძულზე, დღის ბოლომდე შენარჩუნდება. ამ დროისთვის აღდგენილია საჰაერო მიმოსვლა, თუმცა ზღვაში გემების გასვლა ჯერ კიდევ შეზღუდულია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system