თავში

კორონავირუსი ბიოლოგიური ომის წარმოების მიზნით, შესაძლოა, ლაბორატორიაში შექმნეს - ბოლსონარუ

​კორონავირუსი ბიოლოგიური
კორონავირუსი ბიოლოგიური ომის წარმოების მიზნით, შესაძლოა, ლაბორატორიაში შექმნეს - ბოლსონარუ

"კორონავირუსი „ბიოლოგიური ომის“ წარმოების მიზნით, შესაძლოა, ლაბორატორიაში იყოს შექმნილი" - ეს განცხადება ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარუმ გააკეთა. მას ჩინეთი პირდაპირ არ უხსენებია, თუმცა აშკარა მინიშნება გააკეთა. ამ განცხადებას, შესაძლოა, ბრაზილიასა და ჩინეთს შორის ურთიერთობების დაძაბვა მოჰყვეს. ინფორმაციას France Presse ავრცელებს.

"ეს ახალი ვირუსია. არავინ იცის ლაბორატორიაში გაჩნდა, თუ იმიტომ, რომ ადამიანმა რაღაც ისეთი ცხოველი ჭამა, რაც არ უნდა ეჭამა. მაგრამ სამხედროებმა იციან ყველაფერი ქიმიური, ბიოლოგიური და რადიოლოგიური ომის შესახებ. შეიძლება ახალ ომში ბრძოლა მოგვიწიოს? საინტერესოა. რომელი ქვეყნის ეკონომიკა გაიზარდა ყველაზე მეტად?"

გამოცემის ინფორმაციით ბრაზილიის პრეზიდენტს პეკინი უშუალოდ არ დაუსახელებია, თუმცა ქვეყანა, სადაც პანდემია დაიწყო, ერთადერთია G20-ის ქვეყნებს შორის, რომლის ეკონომიკა 2020 წელს გაიზარდა.

ბრაზილიის პრეზიდენტსა და მის გარემოცვას არა ერთხელ გაუკეთებია ჩინეთის საწინააღმდეგო განცხადება, რაც ქვეყნებს შორის ურთიერთობას დაძაბულობის ზღვარზე ამყოფებს.

ჩინეთი კატეგორიულად უარყოფს ქალაქ ვუჰანის ლაბორატორიაში ვირუსის შექმნის ვერსიას. კორონავირუსის წარმოშობისა და გავრცელების გზებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფი იძიებს. მათ მიერ ამ ეტაპზე გამოქვეყნებულ დასკვნაში ნათქვამია, რომ  ეპიდემიის ლაბორატორიაში შექმნის და იქიდან გაჟონვის ვერსია ნაკლებსავარაუდოა და საკითხს დამატებით შესწავლა სჭირდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system