თავში

კორონავირუსი: მეცნიერების სკანდალური აღმოჩენა

კორონავირუსი: მეცნიერების სკანდალური აღმოჩენა
კორონავირუსი: მეცნიერების სკანდალური აღმოჩენა

იაპონელმა მეცნიერებმა, რომლებიც "Princess Diamond"-ის საკრუიზო ლაინერის მგზავრების ჯანმრთელობის მდგომარეობას იკვლევდნენ დაადგინეს, რომ ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს, რომლებსაც ვირუსის სიმპტომები არ გამოუვლინდათ, ფილტვებზე პრობლემები აღენიშნებათ. აღნიშნული კვლევა ჩრდილოეთ ამერიკის რადიოლოგიური საზოგადოების ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

"Princess Diamond"-ის საკრუიზო ლაინერე 104 ინფიცირებულს შორის 76 პაციენტს სიმპტომები არ გამოუვლინდა. კვლევის ფარგლები ჩატარებული კომპიუტერული ტომოგრაფიის შედეგად დადგინდა, რომ 76 პაციენტიდან 41-ს ფილტვებზე პრობლემები აღენიშნება, რომელსაც "ყინვაგამძლე მინის ეფექტი ეწოდება".

იაპონურ საკრუიზო ლაინერ Diamond Princess-ზე 3700 მგზავრი იმყოფებოდა. მათგან 705-ს კორონავირუსი დაუდგინდა. გემზე ინფექცია 80 წლის ჩინელი მგზავრისგან გავრცელდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system