თავში

კორონავირუსი "თეოდორ რუზველტის“ 955 მეზღვაურს დაუდასტურდა

​კორონავირუსი "თეოდორ რუზველტის“ 955 მეზღვაურს დაუდასტურდა
კორონავირუსი თეოდორ რუზველტის“ 955 მეზღვაურს დაუდასტურდა

აშშ-ის სამხედრო საჰაერო ძალების ავიამზიდ "თეოდორ რუზველტის“ ეკიპაჟის 955 წევრს COVID-19 დაუდასტურდა. ამის შესახებ ქვეყნის სამხედრო-საზღვაო ძალებში განაცხადეს.

საავადმყოფოში ახალი კორონავირუსის სიმტომებით ერთი მეზღვაური რჩება. მანამდე ეკიპაჟის ერთი წევრი COVID-19-ის გართულებებით გარდაიცვალა.

გუამის კუნძულზე გემიდან 4 ათასზე მეტი ადამიანი ჩამოვიდა. თითქმის 5-ათასიანი ეკიპაჟის ნაწილი ბორტზე რჩება.

ამასთან, სამხედრო-საზღვაო ძალების პრესრელიზში აღნიშნულია, რომ "გამოჯანმრთელებულთა თვლა განულებულია". მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ეკიპაჟის 88 წევრი განიკურნა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system