თავში

კორონავირუსი ვერ დაგვამარცხებს - დედოფალ ელისაბედ II სააღდგომო მიმართვა

კორონავირუსი ვერ დაგვამარცხებს - დედოფალ ელისაბედ II სააღდგომო მიმართვ
კორონავირუსი ვერ დაგვამარცხებს - დედოფალ ელისაბედ II სააღდგომო მიმართვა

გაერთიანებული სამეფოს დედოფალმა, ელისაბედ II პირველი სააღდგომო მიმართვა გაავრცელა, რომლითაც მოსახლეობას მიმართა, რომ კორონავირუსი მათ ვერ დაამარცხებს. აუდიოჩანაწერი უინსდორის სასახლის თეთრ ოთახში მომზადდა. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.

მონარქმა, რომელიც ამავდროულად ინგლისის ეკლესიის უზენაესი მმართველია, დაადასტურა, რომ ეს აღდგომა განსხვავებული იქნება, მაგრამ ამავე დროს აღნიშნა, რომ ”დისტანცირებით ჩვენ სხვებს ვიცავთ”. მისი თქმით, "აღდგომა არ გაუქმებულა" და "ახალი იმედი და ახალი მიზნები" რომელსაც დღესასწაული იძლევა ახლა იმაზე მეტად არის საჭირო, ვიდრე აქამდე.

”აღდგომის წინა ღამით ქრისტიანები, როდესაც სიბნელე ჩამოწვება, ქრისტიანები სანთლებს ანთებენ. ეკლესიაში, ერთისანთლიდან სინათლე მეორეზე გადადის, თავდაპირველად ნელა ავრცელება, შემდეგ უფრო სწრაფად. ეს არის ის გზა, რომელსაც გადის სასიხარულო ცნობა ქრისტეს აღდგომის შესახებ და ასე მოგვყვება ის დღევანდელ დღემდე",- განაცხადა ელისაბედ II.

"აღდგომა არ გაუქმებულა, პირიქით, ახლა ჩვენ ის იმაზე მეტად გვჭირდება ვიდრე ოდესმე. ქრისტეს აღდგომამ, აღდგომის პირველ დღეს მის მიმდევრებს ახალი იმედი და ახალი მიზანი შესძინა. ჩვენ ვიცით, რომ კორონავირუსი ვერ დაგვამარცხებს. გასაჭირში მყოფთათვის სინათლე უფრო დიადია. აღდგომის დღესასწაულით მონიჭებული იმედი უნდაიყოს ჩვენი მეგზური მომავლის გზაზე" , - განაცხადა გაერთიანებული სამეფოს დედოფალმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system