თავში

კორონავირუსის ახალი შემთხვევები მსოფლიოს მასშტაბით - განახლებულია

კორონავირუსის ახალი შემთხვევები მსოფლიოს მასშტაბით
კორონავირუსის ახალი შემთხვევები მსოფლიოს მასშტაბით - განახლებულია

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ინფიცირებულთა რიცხვი 798,-მდე გაიზარდა. ჯამში გარდაცვლილია 11 ადამიანი.

საფრანგეთში კორონავირუსის 3661 შემთხვევაა დაფიქსირებული, 154 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა, 79 ადამიანი გარდაიცვალა. 

იტალიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი თითქმის 2,5 ათასით გაიზარდა, გარდაცვლილთა კი - 250-ით. ჯამში 1439 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ინფიცირების საერთო რაოდენობამ, გარდაცვლილთა და გამოჯანმრთელებულთა ჩათვლით, 17,6 ათასს გადააჭარბა.

სლოვენიაში ინფიცირებულთა რიცხვი 141-მდე გაიზარდა.

ინდოეთში კორონავირუსით მეორე ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანაში 81 ადამიანი ინფიცირებული.

ბოსნია და ჰერცეგოვინაში ინფიცირებულთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა.

საბერძნეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 190-მდე გაიზარდა. ერთი ადამიანი დაიღუპა.

ესტონეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 68-მდე გაიზარდა.

ისრაელში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 143-მდე გაიზარდა. 

თურქეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა. სამი ახალი შემთხვევა პირველ ინფიცირებულთანაა დაკავშირებული.

ყაზახეთში კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა დადასტურდა.

კანადაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 152-მდე გაიზარდა.

მოლდოვაში კორონავირუსის კიდევ ორი შემთხვევაა დადასტურებული. ინფიცირებულთა რაოდენობა ჯამში 8-მდე გაიზარდა.

ვენესუელაში კორონავირუსის პირველი ორი შემთხვევა დადასტურდა. 41 წლის ქალი აშშ-ში, იტალიასა და ესპანეთში ნამყოფი, 52 წლის მამაკაცი ესპანეთში მოგზაურობდა.

ავსტრიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 504-მდე გაიზარდა. 4 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

რუსეთში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჯამში ინფიცირებულთა რიცხვმა 45 შეადგინა. 42 რუსეთის მოქალაქეა, ორი - ჩინეთის, ერთი - იტალიის. 

სუდანში კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა. მამაკაცი არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან დაბრუნდა და 12 მარტს გარდაიცვალა.

ფილიპონებში კორონავირუსის კიდევ 12 შემთხვევაა გამოვლენილი. ინფიცირებულთა რაოდენობამ 64 შეადგინა, 5 ადამიანი გარდაიცვალა. 

უკრაინაში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი ფაქტი დაფიქსირდა. ქვეყანაში, ბოლო მონაცემებით, სამი ინფიცირებული იყო. 

ნიდერლანდებში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 804-მდე გაიზარდა. ჯამში 10 ადამიანი დაიღუპა.

პორტუგალიაში ინფიცირებულთა რაოდენობამ 112 შეადგინა.

ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 4209-მდე გაიზარდა. 120 ადამიანი გარდაიცვალა. 189 გამოჯანმრთელდა.

სინგაპურში კორონავირუსით უკვე 200 ადამიანია ინფიცირებული.

ლიტვაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 6-მდე გაიზარდა.

ირანში კორონავირუსით ინფიცირების რიცხვმა 11 364 შეადგინა, გარდაიცვალა 514 დამიანი, გამოჯანმრთელდა - 3529 და საავადმყოფოში რჩება 7321 პაციენტი. 

შვეიცარიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 1125-მდე გაიზარდა.

ეთიოპიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა. პაციენტი 48 წლის იაპონიის მოქალაქეა, რომელიც ქვეყანაში 4 მარტს დაბრუნდა.

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 8-მდე გაიზარდა. 

აზერბაიჯანში კორონავირუსის კიდევ ოთხი შემთხვევა დადასტურდა. ჯამში ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 19 შემთხვევაა გამოვლენილი.

აშშ-ში ინფიცირებულთა რიცხვმა 1666 შეადგინა. გარდაცვლილთა რიცხვმა 41 შეადგინა.

ბეთლემში კორონავირუსის კიდევ 4 შემთხვევა დადასტურდა. ჯამში ინფიცირებულთა რიცხვი 35-მდე გაიზარდა.

ბელგიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 556-მდე გაიზარდა.

ინდონეზიაში კორონავირუსით გარდაცვალების მეორე ფაქტი დაფიქსირდა. ჯამში ქვეყანაში 34 ადამიანია ინფიცირებული.

რუმინეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 70-მდე გაიზარდა. 

ფინეთში ინფიცირებულთა რიცხვი 155-მდე გაიზარდა. 

ტაილანდში კორონავირუსის კიდევ 5 შემთხვევა გამოვლინდა. ჯამში ინფიცირებულთა რიცხვი 75-ია.

სერბეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 31-მდე გაიზარდა.

კენიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. პაციენტი ქვეყანაში აშშ-დან ლონდონის გავლით ჩავიდა. 

ტრინიდად და ტობაგოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. 52 წლის პაციენტი შვეიცარიიდან ჩავიდა.

მექსიკაში ინფიცირებულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა.

გაბონში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

განაში კორონავირუსის პირველი ორი შემთხვევა დადასტურდა. ერთი პაციენტი ნორვეგიიდან დაბრუნდა, მეორე თურქეთიდან.

იტალიაში, ბოლო მონაცემებით დაინფიცირების 17660 შემთხვევაა გამოვლენილი. გარდაიცვალა 1266, გამოჯანმრთელდა 1439 და მკურნალობის კურსს გადის 14955 პაციენტი.

სამხრეთ კორეაში ამ დროისთვის, COVID-19-ით დაინფიცირების 7979 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 71, გამოჯანმრთელდა 510 და საავადმყოფოში მკურნალობის კურსს გადის 7398 ადამიანი.

ჩინეთში ამ დროისთვის, COVID-19-ით დაინფიცირების 80 815 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 3177, გამოჯანმრთელდა 64 152 და საავადმყოფოში მკურნალობის კურსს გადის 13 486 ადამიანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system