თავში

კორონავირუსის ახალი შემთხვევები მსოფლიოში - განახლებულია

კორონავირუსის ახალი შემთხვევები მსოფლიოში
კორონავირუსის ახალი შემთხვევები მსოფლიოში - განახლებულია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით, ახალი ტიპის კორონავირუსით ბოლო 24 საათის განმავლობაში 6 082 ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო 245 გარდაიცვალა. შედეგად, ინფიცირებულთა რაოდენობა 162 654-მდე გაიზარდა, ეპიდემიის მსხვერპლთა რაოდენობამ 6 069 შეადგინა. გამოჯანმრთელდა სულ 76 219 ადამიანი.

გასული დღის განმავლობაში ინფიცირების 1 362 და გარდაცვალების 95 შემთხვევა დასტურდება ესპანეთში. 827 ადამიანი დაინფიცირდა და 2 გარდაიცვალა გერმანიაში. ინფიცირების 140 და გარდაცვალების 3 ახალი შემთხვევაა დადასტურებული აშშ-ში. დაავადების 205 ახალი შემთხვევა გამოვლინდა ავსტრიაში. ნიდერლანდებში გასული დღის განმავლობაში 8 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 176 დაინფიცირდა. კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა საბერძნეთში

ესპანეთში ერთი დღის განმავლობაში 1,407 ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო 96 დაიღუპა. კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 7,798-მდე გაიზარდა. 292 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 517 გამოჯანმრთელდა.

იტალიაში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით 3 590 ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო 368 გარდაიცვალა. ქვეყნის ტერიტორიაზე ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 24,747-ს შეადგენს. ვირუსმა 1,809 ადამიანის სიცოცხე იმსხვერპლა.

აშშ-ში ინფიცირებულთა რიცხვიმა 3,252 შეადგინა. გასული დღე-ღამის განმავლობაში დაინფიცირდა 309, ხოლო, გარდაიცვალა 3 ადამიანი. გარდაცვლილთა რიცხვმა 62 შეადგინა.

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ინფიცირებულთა რიცხვი 1,372-მდე გაიზარდა. სულ გარდაცვლილია 35 ადამიანი.

გერმანიაში  გასული დღის განმავლობაში 1,021 დაინფიცირდა, ხოლო 2 გარდაიცვალა. სულ ქვეყნის ტერიტორიაზე კორონავირუსით 5,620 ადამიანია ინფიცირებული. გარდაიცვალა 11, ხოლო გამოჯანმრთელდა 46 პაციენტი.

ჩინეთში ამ დროისთვის, COVID-19-ით დაინფიცირების 80,849 შემთხვევაა გამოვლენილი. გასული დღის განმავლობაში 25 ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო 10 გარდაიცვალა. ბოლო მონაცემებით, ჩინეთში გარდაცვლილია 3,199, გამოჯანმრთელებული - 66,931, ხოლო საავადმყოფოში მკურნალობის კურსს 10,719 ადამიანი გადის.

ირანში გასული დღის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 1,209 და გარდაცვალების 113 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჯამში ინფიცირებულთა რიცხვმა 13,938 შეადგინა. ოფიციალური მონაცემებით, გარდაცვლილია 724 ადამიანი.

ავსტრიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში 205 ადამიანი დაინფიცირდა, რითაც კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 860-მდე გაიზარდა. გარდაიცვალა 2, ხოლო 6 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

სამხრეთ კორეაში ამ დროისთვის, COVID-19-ით დაინფიცირების 8,162 შემთხვევაა გამოვლენილი, გასული დღე-ღამის განმავლობაში დაინფიცირდა 71, ხოლო გარდაიცვალა 3 ადამიანი. სულ გარდაიცვლილია 75, გამოჯანმრთელებულია - 514, ხოლო, საავადმყოფოში მკურნალობის კურსს გადის 7 300 ადამიანი.

საფრანგეთში კორონავირუსის 4,499 შემთხვევაა დაფიქსირებული, 154 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა, 91 ადამიანი გარდაიცვალა.

ნიდერლანდებში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 1,135-მდე გაიზარდა. დაიღუპა 20 ადამიანი.

იაპონიაში 814 ადამიანია ინფიცირებული. გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა კიდევ 2 ადამიანი, რითაც დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა.

ნორვეგიაში 1,205 ადამიანია ინფიცირებული. დაიღუპა 3 ადამიანი.

პოლონეთში 119 ადამიანია ინფიცირებული. გარდაცვლილია 3 პიროვნება.

სლოვენიაში ინფიცირებულთა რიცხვი 219-მდე გაიზარდა.

შვედეთში ინფიცირებულია 1,024 ადამიანი, ხოლო გარდაცვლილია 2.

დანიაში 864 ადამიანია ინფიცირებული. გარდაცვლილთა რაოდენობა 2-ს შეადგენს.

ინდოეთში კორონავირუსით მეორე ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანაში 117 ადამიანია ინფიცირებული, 5 დაღუპული.

ბოსნია და ჰერცეგოვინაში ინფიცირებულთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა.

საბერძნეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი  228-მდე გაიზარდა. ოთხი ადამიანი დაიღუპა.

ესტონეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 135-მდე გაიზარდა.

ისრაელში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი  200-მდე გაიზარდა.

თურქეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა. სამი ახალი შემთხვევა პირველ ინფიცირებულთანაა დაკავშირებული.

კანადაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 252-მდე გაიზარდა. გარდაცვლილია 1 ადამიანი.

მოლდოვაში კორონავირუსის კიდევ ორი შემთხვევაა დადასტურებული. ინფიცირებულთა რაოდენობა ჯამში 8-მდე გაიზარდა.

რუსეთში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჯამში ინფიცირებულთა რიცხვმა 63 შეადგინა.

სუდანში კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა. მამაკაცი არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან დაბრუნდა და 12 მარტს გარდაიცვალა.

ფილიპინებზე კორონავირუსის კიდევ 29 შემთხვევაა გამოვლენილი. ინფიცირებულთა რაოდენობამ 140 შეადგინა, 11 ადამიანი გარდაიცვალა.

უკრაინაში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი ფაქტი დაფიქსირდა. ქვეყანაში, ბოლო მონაცემებით, სამი ინფიცირებული იყო.

პორტუგალიაში გასული დღის განმავლობაში 76 ადამიანი დაინფიცირდა. ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობა 245-ს აღწევს.

სინგაპურში კორონავირუსით უკვე 226 ადამიანია ინფიცირებული.

ლიეტუვაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა.

შვეიცარიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 2,217-მდე გაიზარდა. გარდაიცვალა 14 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 4. საავადმყოფოში რჩება 2 238 პაციენტი.

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა.

აზერბაიჯანში კორონავირუსის კიდევ ოთხი შემთხვევა დადასტურდა. ჯამში ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 23 შემთხვევაა გამოვლენილი. გარდაცვლილია 1 ადამიანი.

ბელგიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 886-მდე გაიზარდა. გარდაცვლილია 4 ადამიანი.

ინდონეზიაში კორონავირუსით გარდაცვალების მეორე ფაქტი დაფიქსირდა. ქვეყანაში სულ 34 ადამიანია ინფიცირებული.

რუმინეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 131-მდე გაიზარდა.

ფინეთში ინფიცირებულთა რიცხვი 244-მდე გაიზარდა.

ტაილანდში კორონავირუსის კიდევ 5 შემთხვევა გამოვლინდა. ჯამში, ინფიცირებულთა რიცხვი 114-ია. დაღუპულია 1 ადამიანი.

სერბეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 46-მდე გაიზარდა.

მექსიკაში ინფიცირებულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა.

განაში ინფიცირების კიდევ 4 შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირებულია 6 ადამიანი.

ავსტრალიაში 300 ადამიანია ინფიცირებული, აქედან გარდაცვლილია 5.

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების კიდევ სამი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებულთა რაოდენობა ამ დროისთვის 33-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში 427 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 73 პირი რჩება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system