თავში

კორონავირუსის ახალი შტამი იაპონიაშიც დაფიქსირდა

კორონავირუსის ახალი შტამი იაპონიაშიც დაფიქსირდა
კორონავირუსის ახალი შტამი იაპონიაშიც დაფიქსირდა

კორონავირუსის ახალი შტამი, რომელიც ამ დროისათვის დიდ ბრიტანეთში ფართოდ არის გავრცელებული, იაპონიაშიც დაფიქსირდა. 

იაპონიის ხელისუფლების განცხადებით, მუტირებული ვირუსი გაერთიანებული სამეფოდან დაბრუნებულ 5 პირს გამოუვლინდა.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორის ჰანს კლუგეს განცხადებით, კორონავირუსის ახალი შტამი ევროპის რვა ქვეყანაში დაფიქსირდა.

შეგახსენებთ, ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი სახეობა აღმოაჩინეს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დაადასტურა, რომ COVID-19-ის ახალი შტამი, რომელიც დიდ ბრიტანეთში აღმოაჩინეს, უფრო გადამდებია. ხოლო, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ მუტირებული ვირუსი 70%-ით უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე თავდაპირველი შტამი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system