თავში

კორონავირუსის ახალი შტამი შესაძლოა PCR ტესტზე არ გამოჩნდეს

კორონავირუსის ახალი შტამი შესაძლოა PCR ტესტზე არ გამოჩნდეს
კორონავირუსის ახალი შტამი შესაძლოა PCR ტესტზე არ გამოჩნდეს

ჰელსინკის Vita Laboratories-ის ფინელი ექსპერტების მოსაზრებით, კორონავირუსის ახალი შტამი, შესაძლოა, PCR ტესტირებით არ გამოჩნდეს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Anadolu იუწყება.

გამოცემის ცნობით, საუბარია კორონავირუსის აქამდე უცნობ, ფინეთში აღმოჩენილ შტამზე, სახელწოდებით Fin-796H, რომელიც განსხვავდება სამხრეთ აფრიკასა და დიდ ბრიტანეთში აღმოჩენილი შტამებისგან.

ფინეთის ხელისუფლება კორონავირუსის პანდემიის ბრძოლის მიზნით კანონმდებლობის გამკაცრებას გეგმავს. მათ, ვინც COVID-19-ზე ტესტის ჩატარებაზე უარს იტყვის, ჯარიმა დაეკისრება, ან  სამ თვემდე პატიმრობა ემუქრება.

ცნობისთვის, იაპონიაში კორონავირუსის კიდევ ერთი, სრულიად ახალი შტამი აღმოაჩინეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system