თავში

კორონავირუსის ბრიტანული შტამი ალჟირში აღმოაჩინეს

კორონავირუსის ბრიტანული შტამი ალჟირში აღმოაჩინეს
კორონავირუსის ბრიტანული შტამი ალჟირში აღმოაჩინეს

კორონავირუსის ბრიტანული შტამი, პირველად, ალჟირში, ორ ადამიანს აღმოუჩინეს. ამის შესახებ პასტერის ინსტიტუტმა განაცხადა, რომელიც ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში შედის.

ახალი ბრიტანული შტამის ორი შემთხვევა PCR ტესტით გამოვლინდა. ერთი პაციენტი საფრანგეთიდან ჩამოვიდა, მეორე კი ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე საავადმყოფოს პაციენტია.

შეგახსნებთ, რომ ბრიტანეთში კორონავირუსის SARS-CoV-2 ახალი მუტაცია 14 დეკემბერს დაფიქსირდა, ქვეყნის საკონსულტაციო საბჭომ დაადასტურა, რომ კორონავირუსის ქვეყანაში აღმოჩენილი ახალი შტამი უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე COVID-19 და მოსახლეობისგან მეტ სიფრთხილეს მოითხოვს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system