
კორონავირუსის ახალი შტამი, რომელიც პირველად დიდ ბრიტანეთში დაფიქსირდა მსოფლიოს 41 ქვეყანაში გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
ასევე აღინიშნა, რომ 28 დეკემბრიდან 3 იანვრის ჩათვლით COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი მსოფლიოში 4 035 226-ით გაიზარდა. ახალი შემთხვევების უმეტესობა დაფიქსირდა ამერიკაში (1,935,621), ევროპაში (1,553,332) და სამხრეთით აღმოსავლეთ აზიაში (208,592). ევროპაში ერთ კვირაში სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა (32,898).
შეგახსენებთ, 14 დეკემბერს, დიდმა ბრიტანეთმა COVID-19-ის ახალი მუტირებული ვარიანტი აღმოაჩინა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა 19 დეკემბერს განაცხადა, რომ კორონავირუსის ახალი შტამი 70%-ით უფრო გადამდებია, მაგრამ არ არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეს იწვევს უფრო მძიმე გართულებებს ან მაღალ სიკვდილიანობას.