
ცნობილმა იტალიელმა დიზაინერმა, ჯორჯო არმანიმ კორონავირუსის გამო იანვარში კოლექციების ჩვენება გააუქმა. ინფორმაციას მოდის სახლი ავრცელებს. Report.ge-ს ცნობით, ამის შესახებ The Wall Street Journal წერს.
"დიზაინერმა ეს გადაწყვეტილება დეტალური განხილვის შემდეგ", - აღნიშნულია განცხადებაში.
საუბარია ბრენდების Emporio Armani და Giorgio Armani მამაკაცის კოლექციის ჩვენების "2022/23 წლის შემოდგომა-ზამთრის სეზონი" გაუქმებაზე, რომელიც 14-18 იანვარს მილანის მამაკაცის მოდის კვირეულზე უნდა გამართულიყო. არ გაიმართება Giorgio Armani Priv-ის "გაზაფხული-ზაფხული 2022-იც", რომელიც პარიზში იგეგმებოდა.