თავში

კორონავირუსის გამო ჩინეთში 10 დღეში 1000 საწოლიან სავადმყოფოს ააშენებენ - PHOTO - VIDEO

კორონავირუსის გამო ჩინეთში 10 დღეში 1000 საწოლიან სავადმყოფ
კორონავირუსის გამო ჩინეთში 10 დღეში 1000 საწოლიან სავადმყოფოს ააშენებენ - PHOTO - VIDEO

ჩინეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 1000 საწოლიან ჰოსპიტალს 10 დღეში ააშენებენ. 

მსოფლიო მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ახალი საავადმყოფოს მშენებლობა 23 იანვარს ღამით დაიწყო. როგორც ხელისუფლება აცხადებს, ჰოსპიტალი პირველ პაციენტებს 3 თებერვალს მიიღებს. სამუშაოებში უკვე ჩართულია 45 ერთეული სამშენებლო ტექნიკა.

ჩინეთში აცხადებენ, რომ ახალი საავადმყოფოს მშენებლობისთვის წინასწარ გამზადებულ კონსტრუქციებს გამოიყენებენ, რაც შენების პროცესს დააჩქარებს.

ვუჰანში ახალი საავადმყოფოს აშენების საჭიროება მას შემდეგ გაჩნდა, რაც ახალი კორონავირუსის სწრაფად გავრცელების გამო, სამედიცინო დაწესებულებებში ადგილების დეფიციტი დაფიქსირდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system