თავში

კორონავირუსის გამო NATO-მ შტაბ-ბინაში წვდომა შეზღუდა

​კორონავირუსის გამო NATO-მ შტაბ-ბინაში წვდომა შეზღუდა
კორონავირუსის გამო NATO-მ შტაბ-ბინაში წვდომა შეზღუდა

კორონავირუსის გამო NATO-მ ბირუსელში მდებარე შტაბ-ბინაში წვდომა შეზღუდა. ორგანიზაციამ ასევე სთხოვა აკრედიტებულ ჟურნალისტებს, თავი შეიკავონ შტაბ-ბინაში მოსვლისგან, თუკი მათ გაციების სიმპტომები აქვთ, ან კორონავირუსით ინფიცირებულებთან კონტაქტობდნენ.

"NATO, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციასთან ერთად, კორონავირუსის აფეთქებას მონიტორინგს უწევს. ალიანსის ყველა ქვეყანა პრევენტიულ ზომებს იღებს. ჩვენ მონიტორინგს ვუწევ NATO-ს ოპერაციების ფარგლებში დისლოცირებულ ყველა სამხედროზე პოტენციურ ზემოქმედებას. ჩვენი პერსონალისა და ვიზიტორების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებზე დაყრდნობით, ჩვენ ჩვენს შტაბ-ბინაში პრევენტიულ ზომებს ვიღებთ", - განაცხადეს NATO-ს პრესსამსახურში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system