თავში

კორონავირუსის გავრცელება "სიმფსონებმა“ 1993 წელს იწინასწარმეტყველეს

კორონავირუსის გავრცელება "სიმფსონებმა“ 1993 წელს იწინასწარმეტყველეს
კორონავირუსის გავრცელება სიმფსონებმა“ 1993 წელს იწინასწარმეტყველეს

ცნობილ ამერიკულ ანიმაციურ სერიალში „სიმფსონები“ აღმოაჩინეს ეპიზოდი, სადაც იმ მომაკვდინებელი ვირუსის წინასწარმეტყველებაა, რომელიც დღეს ჩინეთში მძვინვარებს. ამ ეპიზოდს „ტვიტერის“ მომხმარებლებმა მიაქციეს ყურადღება.

„სომფსონების“ ამ ეპიზოდში, მომკვდინებელი ვირუსი აშშ-ში ამანათით ხვდება, რომლიც სპრინგფილდში იაპონიიდან ჩამოდის.

„რა, სიმფსონებმა ისევ რაღაც ახალი მომაკვდინებელი ვირუსის გავრცელება იწინასწარმეტყველეს?“,- ასეთი შეტყობინება დატოვა სოციალურ ქსელში მომხმარებელმა @meggitt95.

სოციალური ქსელის მომხმარებელს მხედველობაში ჰქონდა მე-4 სეზონის 21-ე სერია სახელწოდებით „მარჯის ხუნდები“. ამ სერიაში სპრინგფილდში მომაკვდინებელი გრიპის ეპიდემია იწყება. ეს სერია პირველად ეკრანებზე 1993 წლის მაისში გამოვიდა. 

ჩინეთში ამ დრომდე ახალი კორონავირუსით 17 ადამიანი გარდაიცვალა და დაინფიცირების 617 შემთხვევა გამოვლინდა. კარანტინია გამოცხადებული ორ ქალაქში - ვუჰანსა და ჰუანგენში, საიდანაც მოსახლეობას გასვლა ეკრძალება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ მსჯელობს. ორგანიზაციის ცნობით, მსგავსი გადაწყვეტილების მისაღებად დამატებითი ინფორმაციაა საჭირო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system