თავში

კორონავირუსის გავრცელებისთვის დაკავებულს 5 წლით დააპატიმრებენ

კორონავირუსის გავრცელებისთვის დაკავებულს 5 წლით დააპატიმრებენ
კორონავირუსის გავრცელებისთვის დაკავებულს 5 წლით დააპატიმრებენ

კორონავირუსის გავრცელებისთვის, ყირგიზეთში პირველი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის COVID-19-თან ბრძოლის შტაბი ავრცელებს. 

ეჭვმიტანილი კარანტინის რეჟიმის დარღვევისთვის დააკავეს. როგორც შემოწმებისას გაირკვა, ის კორონავირუსით იყო ინფიცირებული.

"სამწუხაროდ, დაკავებული თავის ახლობლებს, კოლეგებსა და ოჯახის წევრებს უმალავდა დაავადების შესახებ, ახლა ის ობსერვატორიაშია გადაყვანილი, გამოჯანმრთელების შემდეგ კი 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება,"- აცხადებენ შტაბში. 

ყირგიზეთში, ამ დროისთვის, კორონავირუსით 228 ადამიანია დაავადებული, გარდაცვლილია- 4.ქვეყანაში საგანგებო რეჟიმი მოქმედებს
ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system