თავში

კორონავირუსის კარანტინიდან გაქცეულ ქალს სასამართლოში უჩივიან

კორონავირუსის კარანტინიდან გაქცეულ ქალს სასამართლოში უჩივიან
კორონავირუსის კარანტინიდან გაქცეულ ქალს სასამართლოში უჩივიან

სანკტ-პეტერბურგის კუიბიშევის რაიონულმა სასამართლომ ქალაქის მთავარმა სანიტრის, ნატალია ბაშკეტოვის სარჩელი დაარეგისტრირა. ის ბოტკინის საავადმყოფოს ერთ-ერთი პაციენტის, ალა ილიინის წინააღმდეგ დაიწერა, რომელიც გაიქცა საავადმყოფოდან, სადაც კორონავირუსის გამო კარანტინი იყო მოწყობილი. ამის შესახებ "მედუზა" წერს.

საავადმყოფოს მთავარი ექიმის თქმით, პაციენტი კორონავირუსთან დაკავშირებულ კარანტინში თებერვალში მოათავსეს. ის მალევე გაიქცა. ბაშკეტოვა მის იძულებით დაბრუნებას ითხოვს და აცხადებს, რომ მისი ქცევა ხულიგნობაა.

თავად პაციენტმა რამდენიმე დღის წინ გაქცევის დეტალებზე ისაუბრა. მისი თქმით, 7 თებერვალს მან კონსულტაცია ადვოკატებთან გაიარა და თქვა, რომ კანონის წინაშე მართალი და უდანაშაულოა.

საადადმყოფოში მან საკეტი გატეხა და პალატა დატოვა. ალას თქმით, მას გაუმართლა, რომ ამ მომენტში სართულზე ახალი პაციენტი მიიღეს, რის გამოც ლიფტისკენ მისასვლელი კარი ღია იყო. ის პირველ სართულზე ჩავიდა და შენობა დატოვა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system