თავში

კორონავირუსის კიდევ ერთი სრულიად ახალი შტამი აღმოაჩინეს

კორონავირუსის კიდევ ერთი სრულიად ახალი შტამი აღმოაჩინეს
კორონავირუსის კიდევ ერთი სრულიად ახალი შტამი აღმოაჩინეს

იაპონიაში ბრაზილიიდან დაბრუნებულ ოთხ პირს კორონავირუსის სრულიად ახალი შტამი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Japan Times ავრცელებს.

იაპონიის ინფექციურ დაავადებათა ეროვნულმა ინსტიტუტმა (NIID) განაცხადა, რომ ამჟამად არანაირი მტკიცებულება არ არსებობს იმისა, რომ ახალი შტამი პირვანდელთან შედარებით უფრო საშიში ან გადამდებია. 

იაპონიის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ოთხიდან ერთ ინფიცირებულს, რომელიც 40 წელს გადაცილებული მამაკაცია თავდაპირველად სიმპტომები არ აღენიშნებოდა, მაგრამ მოგვიანებით სუნთქვის პრობლემები შეექმნა. 30 წელს გადაცილებულ ქალს მხოლოდ თავის ტკივილი აღენიშნება. 10-დან 19 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში მყოფ ერთ-ერთ ინფიცირებულ ბიჭს ტემპერატურა უფიქსირდება, ხოლო ამავე ასაკობრივ ჯგუფში მყოფ ინფიცირებულ გოგონას სიმპტომები არ აღენიშნება.

სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსის ახალი შტამით ინფიცირებულები ამ დროისათვის იზოლაციაში იმყოფებიან. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system