თავში

კორონავირუსის პანდემია 4-5 წელს გაგრძელდება - სინგაპურის მინისტრი

​კორონავირუსის პანდემია 4-5 წელს გაგრძელდება - სინგაპურის მინისტრი
კორონავირუსის პანდემია 4-5 წელს გაგრძელდება - სინგაპურის მინისტრი

კორონავირუსის პანდემიის დასრულებასა და მსოფლიოს ნორმალური ცხოვრებისკენ დაბრუნებას, შესაძლოა, 4-5 წელი დასჭირდეს, - ამის შესახებ კონფერენციაზე Singapore Perspectives 2021 სინგაპურის განათლების მინისტრმა, ლოურენს ვონგმა განაცხადა, რომელიც COVID-19-თან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრია.

ვონგის თქმით, მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში კიდევ იარსებებს რამდენიმე გაურკვევლობა, რომელთანაც ბრძოლა იქნება საჭირო.

"რაღაც მომენტში პანდემია გაივლის, თუმცა, შესაძლოა, გაგრძელდეს 4-დან 5 წლი, სანამ ჩვენ პანდემიის დასასრულს რეალურად დავინახავთ და პოსტ-კოვიდურ მდგომარეობას დავუბრუნდებით. როგორი იქნება ეს ახალი სამყარო კოვიდის შემდეგ, ვერავინ იტყვის", - განაცხადა მან.

მისი თქმით, პირბადის ტარება მომდევნო ორი წლის წინ სავალდებულო იქნება, თუმცა, ვაქცინაციის ხელმისაწვდომობა საერთაშორისო მიმოსვლას აღადგენს. ამასთან, ეს პროცესი სწრაფი და ადვილი არ იქნება.

"ამჟამინდელი ვაქცინები, შესაძლოა, ახალი, მუტირებული შტამების მიმართ ისეთი ეფექტური არ აღმოჩნდეს, და საჭირო იქნება მათი მოდიფიცირება. პოზიტიური სცენარის შემთხვევაში, ვაქცინა გრიპის საწინააღმდეგო ყოველწლიური ნემსის სახით დამკვიდრდება ან შესაძლოა, შეიქმნას ვაქცინა, რომელიც ყველა შტამის წინააღმდეგ ეფექტური იქნება. უარესი სცენარის შემთხვევაში ვირუსი ევოლუციას განიცდის და ჩვენ მას ერთი ნაბიჯით ყოველთვის ჩამოვრჩებით", - აღნიშნა სინგაპურის განათლების მინისტრმა.

მინისტრმა საყოველთაო ძალების კონსოლიდაციის აუცილებლობას გაუსვა ხაზი და განაცხადა: "არავინ იქნება უსაფრთხოდ, სანამ ყველა არ იქნება უსაფრთხოდ".

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system