თავში

კორონავირუსის ყველაზე საშიში შტამი 74 ქვეყანაში გამოვლინდა

​კორონავირუსის ყველაზე საშიში შტამი 74 ქვეყანაში გამოვლინდა
კორონავირუსის ყველაზე საშიში შტამი 74 ქვეყანაში გამოვლინდა

კორონავირუსის შტამი "დელტა" 74 ქვეყანაში ფიქსირდება. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.

COVID-19-ის ეს ვარიანტი, რომელიც პირველად ინდოეთში გამოვლინდა, სწრაფად გავრცელებას განაგრძობს. სპეციალისტები შიშობენ, რომ ის, შესაძლოა, მსოფლიოში დომინანტურ შტამად იქცეს.

"დელტას" აფეთქებები დადასტურდა ჩინეთში, აშშ-ში, აფრიკაში, სკანდინავიასა და წყნარი ოკეანის რეგიონში. მეცნიერების თქმით, ის უფრო გადამდებია და სერიოზულ დაავადებებს იწვევს.

ინფექციონისტების თქმით, "დელტა" ვარიანტის შემთხვევების რიცხვი ყოველ 2 კვირაში ორმაგდება და ახალი შემთხვევების 10%-ს შეადგენს. ბრიტანეთში კი მისი წილი უკვე 90%-ია.

ამასთან, სპეციალისტები შიშობენ, რომ განვითარებად ქვეყნებში, სადაც მონიტორინგის სისტემები სუსტია, "დელტა" ვარიანტი უფრო მეტად არის გავრცელებული, ვიდრე ოფიციალურად ცნობილია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system