თავში

კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალური ტაბლეტები, შესაძლოა, წლის ბოლოს ხელმისაწვდომი გახდეს

კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალური ტაბლეტები,
კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალური ტაბლეტები, შესაძლოა, წლის ბოლოს ხელმისაწვდომი გახდეს

კორონავირუსისგან დამცავი ორალური ტაბლეტები შესაძლოა ვირუსის დამარცხების ყველაზე ეფექტური აღმოჩენა გახდეს. ამის შესახებ Pfizer-ის გენერალურმა დირექტორმა, ალბერტ ბოურლამ CNBC-თან ინტერვიუში ისაუბრა. 

ანტივირუსული ტაბლეტი, რომლის მიღება ორალურად იქნება შესაძლებელი, კორონავირუსის ადრეულ სტადიაზე მისი სიმპტომების განვითარებას ხელს შეუშლის. წამალი შეიძლება ბაზარზე წლის ბოლოს გამოჩნდეს.

ბოურლას თქმით, ექსპერიმენტალური წამალი საშუალებას იძლევა განიტვირთოს საავადმყოფოები და პაციენტების მდგომარეობა კრიტიკულამდე არ დამძიმდეს. ის იმედოვნებს, რომ წამალი ნებისმიერი კორონავირუსის ვარიანტის წინააღმდეგ იქნება ეფექტური.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system