თავში

კორონავირუსის შემთხვევები მსოფლიოში რეკორდულად იზრდება

კორონავირუსის შემთხვევები მსოფლიოში რეკორდულად იზრდება
კორონავირუსის შემთხვევები მსოფლიოში რეკორდულად იზრდება

მსოფლიოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი ბოლო 24 საათში რეკორდულად გაიზარდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ბოლო ერთ დღეში ინფექციის 292 000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ეპიდემიის დაწყების შემდეგ მაქსიმალური მაჩვენებელია.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 17,106,007-ს აღწევს. COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 668,910-ს მიაღწია.

ინფიცირების მაჩვენებლების მიხედვით ლიდერთა სამეულში აშშ, ბრაზილია და ინდოეთი შედიან.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19-ის პანდემია 11 მარტს გამოაცხადა.

ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევები ჩინეთში, კერძოდ ქალაქ ვუჰანში, ზღვის პროდუქტების ბაზრობის მახლობლად 2019 წლის დეკემბრის ბოლოს დაფიქსირდა. ჩინეთის მთავრობას მოსახლეობისათვის დაავადების რისკების შესახებ დეკემბრის ბოლომდე არ უცნობებია. ხოლო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ინფექციის თაობაზე მხოლოდ 31 დეკემბერს ეცნობა. თუმცა, მკვლევარების აზრით, დეკემბრის ბოლოსთვის ინფიცირებულთა რაოდენობა გაცილებით მეტი იყო, ვიდრე ამას მთავრობა ამჟღავნებდა და დაავადებულთა რიცხვი კი 1 000-ს აჭარბებდა.

ინფექცია ქალაქ ვუჰანიდან სწრაფად გავრცელდა ჩინეთში, ხოლო შემდგომ უკვე მთელ მსოფლიოს მოედო. იანვრის ბოლოს, ეპიდემია უკვე 26 ქვეყანაში იყო გავრცელებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system