თავში

კორონავირუსის სრულიად ახალი შტამი აღმოაჩინეს

კორონავირუსის სრულიად ახალი შტამი აღმოაჩინეს
კორონავირუსის სრულიად ახალი შტამი აღმოაჩინეს

იაპონიაში კორონავირუსის კიდევ ერთი, სრულიად ახალი შტამი აღმოაჩინეს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters იუწყება.

იაპონიის სახელმწიფო მდივნის კაცუნობუ კატოს განცხადებით, კორონავირუსის ახალი ვარიანტი ქვეყნის აღმოსავლეთით, კანტოს რაიონში დაფიქსირდა და ამჟამად 91 შემთხვევაა იდენტიფიცირებული. 

გამოცემის ცნობით, იაპონიის მთავრობა კორონავირუსის ახალი შტამების მიმართ კონტროლს ამკაცრებს, ვინაიდან ისინი აქამდე არსებული ვაქცინების მიმართ, შესაძლოა, უფრო მდგრადები იყვნენ. 

ამასთან, იაპონიის სახელმწიფო მდივანი აღნიშნავს, რომ ახალი შტამი შესაძლოა უფრო გადამდებიც იყოს.

”ის შესაძლოა უფრო გადამდები იყოს, ვიდრე ჩვეულებრივი შტამი, და თუ იგი ქვეყნის შიგნით გავრცელებას განაგრძობს, ამან შეიძლება ინფიცირების შემთხვევების სწრაფი ზრდა გამოიწვიოს”, - ამის შესახებ კაცუნობუ კატომ განაცხადა.

ამასთან, სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ სავარაუდოდ, კორონავირუსის ახალი შტამი იაპონიის საზღვრებს გარეთ წარმოიშვა, მაგრამ აქამდე არსებული სხვა ვარიაციებისგან განსხვავებულია. 

ცნობისთვის, ფინეთში, ვიტას ლაბორატორიაში, კორონავირუსის ახალი, მანამდე უცნობი შტამი - Fin-796H აღმოაჩინეს. 

ამასთან, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ფართოდ ვრცელდება კორონავირუსის რამდენიმე მუტაცია, კერძოდ, "ბრიტანული", "ბრაზილიური" და "სამხრეთ აფრიკული" შტამები. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system